საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარიეპარქიის მესამე საეკლესიო კრება

დასავლეთ ევროპის ეპარქიას დაარსებიდან 15 წლის იუბილე შეურსულდა

 

20 ოქტომბერს ქალაქ ფლორენციაში შედგა საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მესამე საეკლესიო კრება. კრებას თავმჯდომარეობდა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი აბრაამი. კრებას ესწრებოდნენ: არქიმანდრიტები მოსე, ლუკა, ანტონი, იოანე, ანდრია, კირიონი, პიროსი, გაბრიელი ,დეკანოზი გიორგი მექოშვილი და დიაკონი ბექა ქუთელია. საპატიო მიზეზით კრებას არ ესწრებოდნენ არქიმანდრიტი სერაპიონი და მღვდელი მიქაელ ბურდული.


კრებამ მოისმინა ეპარქიის ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. 

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა თავის მოხსენებაში მიმოიხილა ეპარქიის 15 წლიანი საქმიანობა და აღნიშნა, რომ ეპარქია დინამიურად ვითარდება და დღითი-დღე იზრდება ტაძრების მრევლი, იხსნება ახალი სამრევლო და საკვირაო სკოლები, შემოქმედებითი წრეები.
კრებამ მოისმინა სამრევლოების წინამძღვრების ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც აფერხებენ სამრევლოებების განვითარებას.

კრებაზე აღინიშნა,რომ ეპარქიის სამრევლოები აქტიურად არიან ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ჰუმანიტარული დახმარების საერთო მოცულობამ ამ პერიოდში შეადგინა 700 000 ლარს.