საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარი

 

დღეს , 29 მაისს ფლორენციის წმ.ნინოს სახელობის სამრევლოში ჩატარდა წირვა. წირვა ჩაატარა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია).

 

   27 მაისს მადრიდში მოეწყო საქართველოს ეკლესიის წარდგინება ესპანელი საზოგადოების წინაში. ღინისძებაში მოანწილეობდა აფხაზეთის ანსამბლი "დიოსკურია " . მადრიდის სამრევლოს წინამძღავრმა , არქიმნდრიტმა პიროსმა (გოცირიძე) წაიკითხა მოხსენება თემაზე " საქართველოს ეკლესიის ისტორია დაარსებიდან დღემდე" ღონისძიების მოწყობისთვის დიდი მადლობას ვუხდით მადრიდში მაცხოვრებელ ქართველ ემიგრანტებს. 

500 

2016 წლის 25 მაისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II და ქართველ ერს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა.

  

   დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით მადრიდსა და არნედოში ქართული წიგნის ბიბლიოთეკები გაიხისნა.