საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარი

 

   8 მაისს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე წირვა ჩატარდა პიზის ქართულ სამრევლოში. წირვას დაესწრო და მრევლი დალოცა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია). 

 

 

 სააღდგმო მსახურება ფლორენციის სამრევლოში ჩაატარა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია). 

 

  

 

  ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ფლორენციის სამრევლოში სადღესასწაულო წირვა აღავლინა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია) და სტუმრად მყოფმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი).

ქართველები თითქოს მიჩვეულები ვართ ნიჭიერ ახალგაზრდებს, მაგრამ ემიგრაციაში მყოფი ქართველების წარმატება მაინც ყოველთვის განსაკუთრებულად გვეამაყება.

იტალიის ქალაქ ფლორენციაში, წმ.ნინოს ქართულ მართლმადიდებლურ ტაძართან არსებული ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “ნანილა”, მხოლოდ მესამე წელია, რაც არსებობს, მაგრამ იტალიელ მაყურებელსა და კულტურის სფეროს მოღვაწეებს თავი უკვე დაამახსოვრა. გარდა იმისა, რომ “ნანილას” ანგარიშზე უკვე რამდენიმე საქველმოქმედო სოლოკონცერტია, ანსამბლმა გასული წლის ივნისის თვეში, ქალაქს ალერნოში, ასოციაცია "CONFSPORT ITALIA"- ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ფოლკლორის ნომინაციაში გაიმარჯვა და ორგანიზატორებს თავი ისე დაამახსოვრა, რომ ერთადერთი უცხოური გუნდი გახდა, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორებმა ყველა სხვა მონაწილისგან გამოარჩიეს და რამდენიმე დღის წინ, 16-17აპრილს გამართულ ნაციონალურ კონკურსზე, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. კონკურსზე, რომელიც იტალიის ისტორიული ქალაქის, სპოლეტოს ულამაზეს თეატრში Teatro nuovo Gian Carlo Menotti ჩატარდა, ქართველებმა განსაკუთრებული მოწონება და ოვაცია დაიმსახურეს. ეს კი, იტალიელი მაყურებლისგან, არც თუ იოლი მისაღებია.