ბარის წმიდა ნიკოლოზის სამრევლოს სტუმრად ეწვია გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი). მეუფე ლაზარემ სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა წმიდა ნიკოლოზის საფლავზე და დალოცა ბარში მცხოვრები ემიგრანტი ქართველები.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით და ეპარქიის სამრევლოების შემოწირულობებით ფინანსური დახმარება გაეწია თბილისში წყალდიდობის დროს ლაგუნა-ვერეს მახლობლად, მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე ვეფხვის თავდასხმისგან გარდაცვლილ ოთარ ცუხიშვილის ოჯახს.
ჩვენი ეპარქიის სახელით მადლობას ვუხდით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) და ეპარქიის სამღვდელოებას გაწეული თანადგომისთვის ასევე მადლობას ვუდხით იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და მალტის სამრევლოების წევრებს.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით და ეპარქიის სამრევლოების შემოწირულობებით ფინანსური დახმარება გაეწია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სოციალურად დაუცველ ოლეგ სელევიოსტოროვის ოჯახს.
ეპარქიის სახელით მადლობას ვუხდით იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და მალტის სამრევლოების წევრებს.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით და ფლორენციის სამრევლოს წევრების დახმარებით ჰუმანიტარული ტვირთი და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცა სოციალურად დაუცველ ბადრი ქობულაშვილის მრავალსულიან ოჯახს.