საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარი
1932553 1198197633539273 7353552918554948732 o 

   დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით და კეთილი ადამიანების დახმარებით 4 ივლისს ნიცაში ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი თბილისში 13 ივლისს სტიქიისგან დაზარალებულთა დასახმარებლად. კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ : ქართული ნაციინალური ბალეტი "სუხიშვილები" , პარიზის წმ.თამარ მეფის სახელობის სამრევლოსთან არსებული ანსამბლი "თამარიონნი" , მომღერალი ელგა ფორჩხიძე და მეცოსოპრანო ნონა ჯავახიძე. კონცერტს მცხოვრები უამრავი ჩვენი თანამემაულე დაესწო, სპეციალურად ამ საქველმოქმედო აქციისთვის მილანის სამრევლოს წევრებიც ჩამოვიდნენ. კონცერტი დიდი ემოციების ფონზე წარიმართა, შეგროვილი თანხით კი მოხდება სტიქიისგან დაზარალებულთა დახმარება.

11350618 824217410995983 1538778573780573661 n 

  დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ფლორენციის წმ.ნინოს სახელობის ტაძართან არსებულმა გუნდმა "ნანილამ", 21 ივნისს Scandicci_ ში გამართა კიდევ ერთი საქველმოქმედო საღამო. გუნდი სპეციალურად მიწვეულ იქნა აღნიშნულ ღონისძიებაზე იტალიელი ორგანიზატორების მიერ. "ნანილამ" იტალიელ სტუმრებს კიდევ ერთხელ გააცნო ქალრთული საგალობლების უნიკალური   ჟღერადობა და პოლიფონიურობა. ასევე შესრულებულ იქნა ქართული ხალხური სიმღერები. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულიად მოხმარდება თბილისში სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს.

გამოსაშვები ზეიმი ბარსელონაში

988559 843664445668762 2226983149222805634 n 

 მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის მეუფე აბრაამის (გარმელია) კურთხევით, 21 ივნისს, ბარსელონას წმიდა ნინოს სახელობის სამრევლოსთან არსებული, მოსამზადებელი ჯგუფის გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.