საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარი
11542542 823434777740913 1914815120 o 

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ფლორენციის წმ.ნინოს სახელობის ტაძართან არსებულმა, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა "ნანილამ", ამა წლის 12-13 ივნიისს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ცეკვის ფესტივალში, რომელიც გაიმართსა ქალაქ Salerno_ში. (Capaccio). ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლები და ჯგუფები. "ნანილამ" აღნიშნულ ფესტივალში წარადგინა საქართველო და ქართული ხალხური ხელოვნება. მათ შეძლეს იტალიელი და უცხოელი მაყურებლისათვის გაეცნოთ საქართველო და მისი განუმეორებელი კულტურა. მოცეკვავეებმა საქართველო წარადგინეს 3 ცეკვით: 1. "ნარნარი", 2."განდაგანა" და 3. "მთიულური". კონკურსში "ნანილა" უპირველესად დაჯილდოვებულ იქნა პრიზით, ფესტივალში მონაწილეობისათვის, ხოლო შემდეგ ჟიურის გადაწყვეტილებით ანსამბლს გადაეცა თასი, საუკეთესო ფოლკლორული ნომრის შესრულებისათვის, რომელშიც გაიმარჯვა ცეკვა "განდაგანამ".

IMG 2339 

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, იტალიაში მცხოვრები ემიგრანტების, კერძოდ მანტოვის სამრევლოს , ფლორენციის სამრევლოს, პონტე დერას სამრევლოს და ბორგოსეზიის სამრევლოს წევრების შემოწირულობებით (4500 ლარი) ფინანსური დახმარება გაეწია თბილისში სტიქიისგან დაზარალებულ ორ ოჯახს , გელაშვილების 8 სულიან და ყურაშვილების 6 სულიან ოჯახებს. ასევე დახმარება გაეწია ღონღაძეების 9 სულიან ოჯახს და სამრევლოების სახელით გადახდილ იქნა საცხოვრებელი ბინის 2 თვის ქირა. 

11406956 1185201728172197 944416402913133232 n 

 დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის(გარმელია) კურთხევით , პარიზში წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის ორგანიზებით ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტიდან და კეთილი ადამიანების შემოწირული თანხით დახმარება გაეწია უკიდურესად გაჭირვებაში მყოფი მარტოხელა მრავალშვილიანი დედის ქალბატონ ნინო კოზანაშვილის ოჯახს.

11027517 1185077884851248 8803525396114483602 n 

 დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით , პარიზში წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის ორგანიზებით ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტიდან და კეთილი ადამიანების შემოწირული თანხით დახმარება გაეწია უკიდურესად გაჭირვებაში მყოფ ნატალია ივანაშვილის ოჯახს.