საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარი
11230928 880572128683072 4173226997420608272 n 

საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამღვდელოება მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები.

კონცერტი ნიცაში 

11391353 1182871865071850 7943793428862139472 n 

   დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით ,  4 ივლის ქ. ნიცაში გაიმართება ქართული კულტურის ზეიმი. კონცერტში მონაწილეობენ : ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" , პარიზის წმ.თამარ მეფის სახელობის ტაძართან არსებული ანსამბლი "თამარიონი" , მომღერალი ელგა ფორჩხიძე და მეცო სოპრანო ნონა ჯავახაძე. 

  დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 21.00 საათი. 

პირველადი დახმარების მედიკამენტები გალის მოსახლეობას

10153262 1181721525186884 4178298651004775295 n 

   დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით , პარიზში წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის ორგანიზებით ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტიდან და კეთილი ადამიანების შემოწირული თანხით დახმარება გაეწია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს. ეგრეწოდებულ ქართულ აფხაზურ საზღვარზე იძულებით გადადგილებულ პირებს დაურიგდათ პირველადი დახმარების მედიკამენტები. ეპარქიის სახელით მადლობას ვუხდით " კომედი შოუს" ბიჭებს თანადგომისათვის.