საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარიანსამბლ "ნანილას" წარმატება სალერნოს ფესტივალზე
11542542 823434777740913 1914815120 o 

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ფლორენციის წმ.ნინოს სახელობის ტაძართან არსებულმა, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა "ნანილამ", ამა წლის 12-13 ივნიისს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ცეკვის ფესტივალში, რომელიც გაიმართსა ქალაქ Salerno_ში. (Capaccio). ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლები და ჯგუფები. "ნანილამ" აღნიშნულ ფესტივალში წარადგინა საქართველო და ქართული ხალხური ხელოვნება. მათ შეძლეს იტალიელი და უცხოელი მაყურებლისათვის გაეცნოთ საქართველო და მისი განუმეორებელი კულტურა. მოცეკვავეებმა საქართველო წარადგინეს 3 ცეკვით: 1. "ნარნარი", 2."განდაგანა" და 3. "მთიულური". კონკურსში "ნანილა" უპირველესად დაჯილდოვებულ იქნა პრიზით, ფესტივალში მონაწილეობისათვის, ხოლო შემდეგ ჟიურის გადაწყვეტილებით ანსამბლს გადაეცა თასი, საუკეთესო ფოლკლორული ნომრის შესრულებისათვის, რომელშიც გაიმარჯვა ცეკვა "განდაგანამ".

 11125238 823434497740941 1204703908 n 

11248413 823434464407611 42255582 o 

11637891 823433211074403 1458733728 n 

11642045 823434797740911 1487900147 o 

11259653 823434794407578 1672100617 o 

11651214 823433544407703 1043525501 n