საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარიდასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის დაბადების დღე
მილოცვა

10170845 651638861576401 5243428407335722180 n 

   15 ნოემბერს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით ეპარქიის უხუცესმა მღვდელმსახურმა , არქიმანდრიტმა მოსემ სამღვდელოებისა და მრევლის სახელით მეუფე აბრაამს მიულოცა დაბადების დღე.


   მარადჟამს იდღეგრძელოს მშვიდობით, პატიოსნად, სიცოცხლით, სიმრთელითა და მართლმკვეთელობით თქვენმა მაკურთხეველმა მარჯვენამ ივერიის წმიდა სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მეუფეო აბრაამ!
გვინდა, დიდი სიყვარულითა და პატივისცეით შევუერთდეთ თქვენს იუბილეს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამღვდელოება და თითოეული ის ჩვენი კურთხეული ქვეყნის თანამოქალაქე, რომელსაც თქვენ მიერ დაუღალავი შრომით დაფუძნებული და სულიერი მამობრივი სიყვარულით გამთბარი ჩვენი წმიდა ეკლესიის სამრევლოები გვაერთიანებს. მათი სახელით ღრმა პატივისცემით გილოცავთ იუბილეს! ლოცვით ვთხოვთ თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

  დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამღვდელოების და მრევლის სახელით არქიმანდრიტი მოსე (ჭანკვეტაძე)