საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარიწმიდა სინოდის სხდომის ოქმი - 22.12.15
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომის ოქმი ( 22.12.15)

12369118 981325588607725 5067285839842391329 n 

წმ. სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა,უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. 



წმინდა სინოდის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავჯდომარის,ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება წმინდა დადიდი კრებისთვის მართლმადიდებელ ეკლესიათა მოსამზადებელი სამუშაოებისმსვლელობის შესახებ;

2. სხდომამ იმსჯელა წმინდანთა კანონიზაციის თაობაზე და დაადგინეს:

ა) წმინდანთა დასში შეირაცხოს კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას დედა (I ს.) და ეწოდოსმაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებული და პირველმარტვილი. მისი ხსენებააღინიშნოს წელიწადში ორჯერ– ვნების შვიდეულის პარასკევს და 1(14) ოქტომბერს.შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება.

ელიოზის დის, კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას ხსენების დღედ განწესდეს 1(14ოქტომბერი), სვეტიცხოვლობა.

ბ) წმინდანთა დასში შეირაცხოს XIX საუკუნეში სამხრეთ საქართველოში მოღვაწემღვდელი პეტრე ხმალაძე და ეწოდოს წმ. პეტრე აღმსარებელი. მისი ხსენების დღედდადგინდეს 1 (14) იანვარი, შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება.

გ) წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენება განისაზღვროს წელიწადში ორჯერ: 20ივლისს (ახალი სტილით: 02.08), ილიაობის დღესასაწაულზე და 30 აგვისტოს (ახალისტილით: 12.09), მისი გარდაცვალების დღეს.

3. წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია II-ისმოხსენება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია–მონასტრებისამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

მან აღინიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის კანონიკური საზღვრები,ჩვენი ეკლესიის საუკუნოვანი ტრადიციის შესაბამისად, განსაზღვრა საქართველოსეკლესიის ადგილობრივმა კრებამ 1917 წლის 25 მარტს, როდესაც აღდგა ავტოკეფალია.

ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებული ყველა საეკლესიო კრება იგივესაზღვრებში ცნობდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას და ვცნობთ ჩვენც.

ამასთან ამ საზღვრებში ჩვენი წმინდა სინოდის მიერ ეტაპობრივად მიმდინარეობსისტორიულად არსებული ჩვენი კანონიკიური ეპარქიების გაცოცხლება ტიტულოვანიმღვდელმთავრების სახით.

გამოსაცემად მომზადდა თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებშიარსებული ეკლესია–მონასტრების თითქმის სრული აღწერილობა. უნდა დაჩქარდესსაზღვარგარეთ, ისტორიულად არსებულ ჩვენს ეპარქიებში, ქართული კულტურისძეგლებისა და ეკლესია–მონასტრების აღწერის პროცესიც.

წმინდა სინოდმა დაადგინა:

დაევალოს მღვდელმთავართ და საქართველოს საპატრიარქოს უმაღლეს სასწავლებლებს,საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ისტორიულად შემავალ ეპარქიებში არსებულიეკლესია–მონასტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მასალების მომზადებაკონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, სამთავრობო და საეკლესიოწარმომადგენელთაგან შემდგარი, ორმხრივი კომისიისთვის.

ა) ეთხოვოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს,სახელმწიფო არქივს, მეცნიერებათა აკადემიას, უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებსა დაცალკეულ მკვლევართაქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში.

ბ) ეთხოვოს ხელისუფლებას ორმხრივი კომისიის დროულად ამოქმედებისათვის ზრუნვა.

4. წმ სინოდმა მოისმინა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრისთავმჯდომარის, რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) წლიური ანგარიშისაქართველოს საპატრიარქოს სკოლების 2014-2015 სასწავლო წლის შედეგების შესახებ.

ითქვა, რომ გასულ სასწავლო წელს საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა 30-მამოსწავლემ, ვერცხლის მედალი მიიღო 35-მა, მაღალი შეფასებით (9,5) ატესტატი გაიცა 63ახალგაზრდაზე. კურსდამთავრებულთაგან 84% გახდა უმაღლესი სასწავლებელისსტუდენტი.

მიტროპოლიტმა იოანემ ასევე ისაუბრა საქართველოს საპატრიარქოს განათლებისცენტრის 2015 წლის საქმიანობის თაობაზე.

წმინდა სინოდმა იმსჯელა ახალი საგნის, – „მე და საზოგადოების” შესახებ და დაადგინა:წარმოდგენილი პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯაროგანხილვა, რათა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციულირელიგიური ჯგუფების აზრიც.

5. სხდომაზე განიხილეს საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებებისდაფინანსების საკითხი.

დაადგინეს: სინოდალური კომისიის მიერ ყოველწლიურად მოხდეს სასწავლოდაწესებულებების ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება.

6. წმინდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) შესახებ, რომელიცმუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოსმართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე. იგი იყო დაბარებული საქართველოსსაპატრიარქოში, მაგრამ არ გამოცხადდა.

დაადგინეს: კონსტანტინოპოლის II კრების მე- 6 და კართაგენის კრების მე-19 კანონებისსაფუძველზე, მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) აეკრძალოს მღვდელმოქმედება“

 

წყარო : http://www.for.ge/view_news.php?news_id=45677&news_cat=0