საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარი

ქართველები თითქოს მიჩვეულები ვართ ნიჭიერ ახალგაზრდებს, მაგრამ ემიგრაციაში მყოფი ქართველების წარმატება მაინც ყოველთვის განსაკუთრებულად გვეამაყება.

იტალიის ქალაქ ფლორენციაში, წმ.ნინოს ქართულ მართლმადიდებლურ ტაძართან არსებული ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “ნანილა”, მხოლოდ მესამე წელია, რაც არსებობს, მაგრამ იტალიელ მაყურებელსა და კულტურის სფეროს მოღვაწეებს თავი უკვე დაამახსოვრა. გარდა იმისა, რომ “ნანილას” ანგარიშზე უკვე რამდენიმე საქველმოქმედო სოლოკონცერტია, ანსამბლმა გასული წლის ივნისის თვეში, ქალაქს ალერნოში, ასოციაცია "CONFSPORT ITALIA"- ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ფოლკლორის ნომინაციაში გაიმარჯვა და ორგანიზატორებს თავი ისე დაამახსოვრა, რომ ერთადერთი უცხოური გუნდი გახდა, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორებმა ყველა სხვა მონაწილისგან გამოარჩიეს და რამდენიმე დღის წინ, 16-17აპრილს გამართულ ნაციონალურ კონკურსზე, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. კონკურსზე, რომელიც იტალიის ისტორიული ქალაქის, სპოლეტოს ულამაზეს თეატრში Teatro nuovo Gian Carlo Menotti ჩატარდა, ქართველებმა განსაკუთრებული მოწონება და ოვაცია დაიმსახურეს. ეს კი, იტალიელი მაყურებლისგან, არც თუ იოლი მისაღებია.

     მოგზაურობა საქართველოში 

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით  10 აპრილს  აი უკვე მესამედ  კონცერტი გაიმართეთ საფრანგეთის ქალაქ რეიმსში. კონცერტს უამრავი ჩვენი თანამემამულე და ადგილობრივი ფრანგი ესწრებოდა. კონცერტის მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაცია , ამიტომაც კონცერტს დაერქვა სახელი  " მოგზაურობა საქართველოში" . კონცერტი მოიცავდა სხვადასხვა ჟანრის შემოქმედებას , როგორიცაა : ხალხური სიმღერები, ცეკვები, კლასიკური ნაწარმოები და ასევე თანამედროვე სიმღერები.

12765668 1115450478485757 665496354 o 

 კვირას, 21 თებერვალს ფლორენციის წმ.ნინოს სახელობის სამრევლოში წირვა აღავლინა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია).