საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარი
11182021 999756570097960 6137326510114397598 n 

   მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ( გარმელია) კურთხევით, არქიმანდრიტმა ანდრია (ლაცაბიძე) და არქიმანდრიტმა იოანემ (ხელაია) მოინახულეს ღონღაძეების ცხრა სულიანი ოჯახი და გადასცეს ჰუმანიტარული დახმარება პიზის, ვენეციისა და ფლორენციის სამრევლოების სახელით.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომის ოქმი ( 22.12.15)

12369118 981325588607725 5067285839842391329 n 

წმ. სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა,უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. 

12368979 973552569385027 2918080270035892071 n 

 დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით და იტალიის ქალაქ ჯენოვაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების თხოვნით ჯენოვაში ჩატარდა პირველი ქართულენოვანი წირვა. წირვა ჩაატარა არქიმანდრიტმა კირიონმა (მაჩაიძე). მრევლის თხოვნით მსახურებები პერიოდულობით ჩატარდება .

 პირველი ქართულენოვანი წირვა ჯენოვაში 

Genova 5Terre 

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით და ქართველი ემიგრანტების თხოვნით 8 დეკემბერს პირველი წირვა და მრევლთან შეხვედრა ჩატარდება იტალიის ქალაქ ჯენოვაში . წირვას ჩაატარებს არქიმანდრიტი კირიონი (მაჩაიძე). 

დასაწყისი 11.00 საათი.

ტაძრის მისამართი : Piazza S. Giorgio.