საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარი
11147248 893994430684947 4533828239135501632 n  

  25 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესიას აღნიშნავს წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქის ხსენების დღეს. ამასთან დაკავშირებით დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით წირვა ჩატარდა ვენეციაში სადაც მდებარეობს წმ.იოანე მოწყალის წმიდან ნაწილები. წირვა სამრევლოს წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ანდრიამ ჩაატარა.

მილოცვა

10170845 651638861576401 5243428407335722180 n 

   15 ნოემბერს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით ეპარქიის უხუცესმა მღვდელმსახურმა , არქიმანდრიტმა მოსემ სამღვდელოებისა და მრევლის სახელით მეუფე აბრაამს მიულოცა დაბადების დღე.

12219393 960745263999091 4909966620411350721 n 

   ღრმა მწუხარებითა და უდიდესი გულის ტკივილით შევიტყვეთ პარიზში მომხდარი ტეროტისტული აქტების შესახებ, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ასეულობით ადამიანი. 
სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამღვდელოების , მრევლის და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ფრანგ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო. 

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია)

14.11.2015

12074982 879204085497315 6644704781383622281 n 

 18 ოქტომბერს ფლორენციის სამრევლოს ეწვია დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). მეუფე დაესწრო საღმრთო ლიტურგიას და დალოცა სამრევლოს წევრები.