საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარი
12063427 944892078917743 7433337281406141127 n  

  11 ოქტომბერს რომის სამრევლოს ეწვია დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). მეუფე დაესწრო საღმრთო ლიტურგიას და დალოცა სამრევლოს წევრები. 

11999091 833067853457174 1319889582286389371 n 

  ბარის წმიდა ნიკოლოზის სამრევლოს სტუმრად ეწვია გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი). მეუფე ლაზარემ სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა წმიდა ნიკოლოზის საფლავზე და დალოცა ბარში მცხოვრები ემიგრანტი ქართველები. 

11951593 923809477692670 8679334797990365113 o 

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით და ეპარქიის სამრევლოების შემოწირულობებით ფინანსური დახმარება გაეწია თბილისში წყალდიდობის დროს ლაგუნა-ვერეს მახლობლად, მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე ვეფხვის თავდასხმისგან გარდაცვლილ ოთარ ცუხიშვილის ოჯახს. 
ჩვენი ეპარქიის სახელით მადლობას ვუხდით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი)  და ეპარქიის სამღვდელოებას გაწეული თანადგომისთვის ასევე მადლობას ვუდხით იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და მალტის სამრევლოების წევრებს.

11892053 923139384426346 6577027795943360523 n 

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით და ეპარქიის სამრევლოების შემოწირულობებით ფინანსური დახმარება გაეწია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სოციალურად დაუცველ ოლეგ სელევიოსტოროვის ოჯახს. 
ეპარქიის სახელით მადლობას ვუხდით იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და მალტის სამრევლოების წევრებს.