საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარი

 

 მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით 2016 წლის 10-11 ივნისს ფლორენციის წმ. ნინოს სახელობის ტაძართან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა "ნანილა"_მ მონაწილეობა მიიღო ქალაქ Montecatini_ში გამართულ რიგით 25_ე საერთაშორისო ცეკვის ფესტივალში. "ნანილა" ფესტივალში უცხოეული მაყურებლის წინაშე წარსდგა 3 ცეკვით. "ქართული", "რაჭული" და "ქალაქური". ანსამბლმა გამარჯვება აღნიშნულ კონკურსში ცეკვა "რაჭულით" მოიპოვა და დაჯილდოვდა პრიზით, ანსამბლს გადმოეცა სამადლობელი სიგელი მონაწილეობისათვის და ასევე "ნანილას" სოლისტი ბექა წულაია დაჯილდოვდა პერსონალური პრიზით ჟიურისგან. იგი 400 მდე მოცეკვავეთა შორის იქნა ამორჩეული, როგორც საუკეთესო მოცეკვავე.

 

 

”საქართველოში საკუთარი თავი იპოვა... ფრანჩესკო ტრეჩი იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში 38 წლის წინ დაიბადა. ერთ დღესაც "აღმოაჩინა" საქართველო და შეიყვარა. დროთა განმავლობაში ქართველი მეგობრები შეიძინა და მალე ეს სიყვარული ორმხრივი გახდა. შემდეგ კი საქართველოს ისტორია იტალიურ ენაზე გამოსცა. როგორც თავად ამბობს, სურს თანამემამულეებს გააცნოს ის საქართველო, რომელსაც უნდა იცნობდნენ.....” 
12 ივნისს ნეაპოლის სამრევლოში შედგა ფრანჩესკო ტრეჩის იტალიურ ენაზე გამოცემული წიგნის "საქართველოს ისტორია" პრეზენტაცია.

  

2016 წლის 10 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა  სენაკისა  და  ჩხოროწყუს   მიტროპოლიტი   შიო (მუჯირი).

წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რომელმაც ზოგადად მიმოიხილა წმინდა და დიდი კრების ჩატარებასთან დაკავშირებული ბოლო დროს შექმნილი რთული მდგომარეობა და შემდეგ სიტყვა გადასცა წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა).