საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარი

ბზობას, ქართულ სამრევლოს ბარსელონაში ეწვია სახელმწიფო
მინისტრი დიასპორის საკითხებში



   luka

ბზობას ბარსელონის წმიდა ნინოს სამრევლოში მობრძანდა, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბატონი მირზა-პაპუნა დავითაია. მინისტრს დახვდა ბარსელონას წმ. ნინოს სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი: არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი)

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ ქართულ
საღამოს
და ბზობის დღესასწაულს დაესწრო ეპარქიის მღვდელმთავარი მიტროპოლიტი აბრაამი

 

  209450_187624701284204_100001100263900_466752_2545917_o

 

 

16 აპრილს ბრიუსელის წმ. თამარ მეფის ასოციაციამ გამართა საქველმოქმედო გალა-კონცერტი,ფერწერული და ხელით ნაქარგი ნამუშევრების გამოფენა და ფოტო პრეზენტაცია. სტუმრებს შორის იყვნენ: დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში ქ-ნი სალომე სამადაშვილი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ბატ. მამუკა კუდავა. რამდენიმე ევროპარლამენტის დეპუტატი და სხვა ოფიციალური პირები. ასევე საქართველოს ბელგიელი მეგობრები და დიასპორის წარმომადგენლები.

ბზობის დღესასწაულს იტალიის სამრევლოებში
მრავალრიცხოვანი მრევლი დაესწრო


 romi2

 


ბზობის დღესასწაულის აღნიშვნას იტალიის ქართულ მართლმადიდებლრი სამრევლოებში როგორც ყოველთვის მრავალრიცხოვანი მრევლი დაესწრო. გთავაზობთ ფოტოებს რომისა და ფლორენციის სამრევლოებიდან

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამი 
ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში შეხვდა ადგილობრივ ქართულ დიასპორას

 

   221375_186946414685366_100001100263900_462335_3079126_o

მიმდინარე წლის 13-15 აპრილს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) იმყოფებოდა ქალაქ ვალენსიაში. 14 აპრილს მიტროპოლიტი აბრაამი შეხვდა ვალენსიის მხარეში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.