საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარი

მიტროპოლიტი აბრაამი ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო


1917avu1

 

25 მარტი ავტოკეფალიის აღდგენის დღეა, ამ თარიღთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისი  გადაიხადა. 
პარაკლისს დაესწრო დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე აბრაამი.

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროლიტის, მეუფე აბრაამის ვიზიტი კონსტანტინეპოლში 

P1070129 

მიმდინარე წლის 18 – 21 მარტს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმიდა სინოდის გენერალური მდივნის მოწვევით თურქეთში იმყოფებოდნენ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი მამუკა ახვლედიანი.

წმ. თამარ მეფის ხატი მიუნხენის წმიდა ვახტანგ გორგასალის სახელობის სამრევლოში მოილოცეს

sameba_bქალაქ მიუნხენის ქართულ ეკლესიას უცხოეთში მცხოვრები ქართველების მფარველი წმინდა თამარ მეფის ხატი ესტუმრა. ხატი ესპანეთის ქალაქების ბარსელონას, არნედოსა და ვიტორიის ქართული სამრევლოების შემდეგ იქ მოღვაწე ქართველმა მღვდელმსახურებმა გერმანიაში ჩამოაბრძანეს.

ფლორენციის ახალი სამრევლო და ნათლისღების სადღესასწაულო წირვა ქალაქ ემპოლიში (ტოსკანა,იტალია).

Florence

ცენტრალურ იტალიაში, ტოსკანის რეგიონში, ფუნქციონირებს ფლორენციის წმიდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამრევლო, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა კურთხევით 2010 წელს გაიხსნა.