საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარი

 

   დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით 28 მაისს საფრანგეთის ქალაქ "la roche sur yon" ში ჩატარდა კონცერტი , რომელშიც მონაწილეობა მიიღო პარიზის წმ. თამარ მეფის ტაძართან არსებულმა გუნდმა თამარიონმა. კონცერტს ქართველი ემიგრანტები და ადგილობრივი ფრანგი საზოგადოება დაესწრი.

 

დღეს , 29 მაისს ფლორენციის წმ.ნინოს სახელობის სამრევლოში ჩატარდა წირვა. წირვა ჩაატარა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია).

 

   27 მაისს მადრიდში მოეწყო საქართველოს ეკლესიის წარდგინება ესპანელი საზოგადოების წინაში. ღინისძებაში მოანწილეობდა აფხაზეთის ანსამბლი "დიოსკურია " . მადრიდის სამრევლოს წინამძღავრმა , არქიმნდრიტმა პიროსმა (გოცირიძე) წაიკითხა მოხსენება თემაზე " საქართველოს ეკლესიის ისტორია დაარსებიდან დღემდე" ღონისძიების მოწყობისთვის დიდი მადლობას ვუხდით მადრიდში მაცხოვრებელ ქართველ ემიგრანტებს. 

500 

2016 წლის 25 მაისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II და ქართველ ერს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა.