საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარიმოკლე ისტორიამეორე საეკლესიო კრება

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მეორე საეკლესიო კრება

581341_397667576973532_536886046_n

   2012 წლის 21-22 ოქტომბერს ქალაქ ფლორენციაში შედგა საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მეორე საეკლესიო კრება. კრებას თავმჯდომარეობდა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი აბრაამი. კრებას ესწრებოდნენ: არქიმანდრიტები ლაზარე, ლუკა, ოანე, მოსე, ისე, ანტონი, იღუმენები სერაპიონი, პიროსი, იოანე, ანდრია, დეკანოზები თამაზ ლომიძე, გიორგი მექოშვილი, მღვდელ-მონოზვნები კირიონი, გაბრიელისაპატიო მიზეზით კრებას არ ესწრებოდნენ არქიმანდრიტი დოსითე, იღუმენი აბიბოსი და მღვდელი მიქაელ ბურდული.

   ეპარქიის საეკლესიო კრება დაიწყო ერთობლივი წირვით 21 ოქტომბერს ფლორენციის სამრევლო ტაძარში ეპარქიის სამღვდელოების მონაწილეობით.

   კრებამ მოისმინა ეპარქიის ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. 

   დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა თავის მოხსენებაში მოიხილა ეპარქიის 10 წლიანი საქმიანობა და აღნიშნა, რომ ეპარქია დინამიურად ვითარდება და დღითი-დღე იზრდება ტაძრების მრევლი, იხსნება ახალი სამრევლო და საკვირაო სკოლები, შემოქმედებითი წრეები. წინა საეკლესიო კრების შემდეგ, რომელიც ჩატარდა 2009 წელს, დაფუძნდა 29 ახალი სამრევლო.

    კრებამ მოისმინა სამრევლოების წინამძღვრების ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც აფერხებენ სამრევლოებების განვითარებას.

     კრებაზე აღინიშნა,რომ ეპარქიის სამრევლოები აქტიურად არიან ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ჰუმანიტარული დახმარების საერთო მოცულობამ შეადგინა 85 670 ევრო, მათ შორის 57 255 - საქართველოში, ხოლო 28 415 ევროპაში.