საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარიმოკლე ისტორიასინოდის განჩინება

ამონაწერი

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმიდან


წმიდა სინოდმა მოისმინა:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II გამოსვლა დასავლეთ ევროპის ეპარქიის შექმნის აუცილებლობის შესახებ. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოდან უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში საცხოვრებლად გადავიდა საქართველოს ეკლესიის მრავალი წევრი. ისინი სისტემატურად მოგვმართავენ თხოვნით, რომ შეიქმნას ევროპის ქვეყნებში საქართველოს ეკლესიის ეპარქია და ამოქმედდეს ტაძრები ქართველებით დასახლებულ ადგილებში.

წმიდა სინოდმა განაჩინა:

  1. 2002 წლის 18 ოქტომბრიდან დაფუძნდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში დასავლეთ ევროპის ეპარქია.
  2. ეპარქიის იურისდიქცია გავრცელდეს შემდეგი ქვეყნების ტერიტორიაზე - გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი, ავსტრია, შვეიცარია, დანია, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია.
  3. დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველად დაინიშნოს მიტროპოლიტი აბრაამი ( გარმელია ).



წმ. სინოდის თავმჯდომარე
სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
  ბეჭედი