საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარიმოკლე ისტორიადაფუძნების მიზანი

საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქია

დაფუძნდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით 2002 წლის 17 ოქტომბერს.
ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. ამ დროისთვის მოქმედებდა 3 სამრევლო მიუნხენში, სტრასბურგში და ბრიუსელში და სამი სასულიერო პირი - დეკანოზი გ. მექოშვილი, მღვდელი მ. თავხელიძე და მღვდელი მ. ბურდული.

ეპარქიის უმთავრესი მისია: სულიერი მზრუნველობა და მფარველობა, ეპარქიაში შემავალ ქვეყნებში მცხოვრებ, ჩვენს თანამემამულეებზე, მათი ეროვნულ-სარწმუნოებრივი თვითშეგნების შენარჩუნება და საქართველოს   ევროპაში   ინტეგრაციის  პროცესის  დაჩქარების ხელშეწყობა


ამ მისიის შესრულება ხორციელდება:

  • ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებაზე ზრუნვით;
  • სამრევლოების დაფუძნებით და ღვთისმსახურების შესრულებით ქართულ ენაზე;
  • სამრევლო, საკვირაო და საშუალო სკოლების დაფუძნებით;
  • კულტურული ცენტრების შექმნით, შემოქმედებითი წრეების ჩამოყალიბებით;
  • საქართველოს კულტურული და სულიერი ტრადიციების პროპაგანდით;
  • ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურის წარმოჩინებით;
  • კანონდარღვევათა გამო საპატიმროებში მყოფებზე ზრუნვით და ანტიკრიმინალური პროპაგანდით;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით  საგანმანათლებლო,  სამეცნიერო და  კულტურული  პროგრამების  შემუშავებისა  და   რეალიზაციის  მიზნით;
  • მონასტრების დაფუძნებით. ისტორიულად, საქართველოს კულტურული და სულიერი ტრადიციების  პროპაგანდა ხორციელდებოდა სწორედ იმ სულიერი კერების მეშვეობით, რომლებიც ფუნქციონირებდნენ უცხოეთში. ამ ტრადიციის აღდგენა არის  უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელი.



ეპარქიაში შემავალი ქვეყნები:

ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია.

წმიდა სინოდის 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ეპარქიიდან გამოიყო დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.

2014 წლის 3 ივნისის წმიდა სინოდის კრების განჩინების თანახმად დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს ავსტრიის, გერმანიისა და ბენილუქსის ქვეყნების სამრევლოები და შეიქმნას : 1.დასავლეთ ევროპის ეპარქია, რომლის შემადგენლობაში დარჩა-საფრანგეთი, შვეიცარია, მალტა, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია. 2. ავსტრიისა და გერმანიის ეპარქია. 3.ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია.