საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარიმოკლე ისტორიაპირველი საეკლესიო კრება

დასავლეთ ევროპის ეპარქიის პირველი საეკლესიო კრება

2009 წლის 26 სექტემბერს   ქალაქ პარიზში შედგა საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის პირველი საეკლესიო კრება. კრებას თავმჯდომარეობდა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი აბრაამი. კრებას ესწრებოდნენ: არქიმანდრიტები ლაზარე, დოსითე, ისააკი, ლუკა, იღუმენები ისე, სერაპიონი, ანტონი, დეკანოზები გიორგი მექოშვილი და თამაზ ლომიძე, მღვდელ-მონოზონი პიროსი და მღვდელი მიქაელ ბურდული. არა საპატიო მიზეზით კრებას არ დაესწრო იღუმენი აბიბოსი.

კრებამ მოისმინა ეპარქიის ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.

განხილულ იქნა ეპარქიის სამრევლოთა წინამძღვრების ანგარიში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდგომ პერიოდში გატარებული ჰუმანიტარული და საპროტესტო აქციების შესახებ; ინფორმაცია ეპარქიის ვებ-გვერდის შექმნის მიმდინარეობის შესახებ; ეპარქიის ბიუჯეტის ფორმირების და მასში სამრევლოების მონაწილეობის შესახებ; ანგარიში სამრევლო და საკვირაო სკოლების ფუნქციონირების შესახებ; ინფორმაცია ეპარქიაში კულტურული ცენტრების შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ.<br>
მიტროპოლიტმა აბრაამმა გააცნო ეპარქიის სამღვდელოებას გადაწყვეტილებები სამოძღვრო მსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე - ღვთისმსახურების დროს მათ მიერ წარმოთქმული ქადაგებების წარმოდგენის შესახებ, ეპარქიის სხვა ქვეყნებში ღვთისმსახურების შესრულების წესების შესახებ, სამრევლო კრებების ჩატარების შესახებ, ასევე ყოველწლიური საეკლესიო კრებების ჩატარების შესახებ.<br>
მიტროპოლიტმა აბრაამმა გააცნო სამღვდელოებას ინფორმაცია კეთილმოწესეების დანიშვნის შესახებ. კეთილმოწესეებად დაინიშნენ:

  1. არქიმანდრიტი ლაზარე – ავსტრია, დანია
  2. არქიმანდიტი დოსითე – ბელგია, ჰოლანდია, შვეიცარია, ლუქსემბურგი
  3. არქიმანდრიტი ლუკა – ესპანეთი. იტალია, პორტუგალია
  4. იღუმენი ისე – გერმანია
  5. დეკანოზი თამაზი – გერმანია


27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულზე მიტროპოლიტმა აბრაამმა და ეპარქიის სამღვდელოებამ სადღესასწაულო წირვა აღავლინეს პარიზის წმიდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში.