საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი

მიტროპოლიტი აბრაამი (ერისკაცობაში - ამირან მამიას ძე გარმელია) დაიბადა 1948 წ. 15 ნოემბერს ქ. სოხუმში.
1953 წლიდან მისი ოჯახი ცხოვრობს თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1971 წელს.
სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას.
1986 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1988 წელს.

mitropolit_abraam1988 წლის 3 იანვარს წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი აბრაამი. ამავე წლის 3 აპრილს მის მიერვე ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად.
1988 წლის 29 მაისს სულთმოფენობის დღესასწაულზე თბილისის ანჩისხატის ტაძრის კურთხევის დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა მღვდელ-მონოზვნად. მსახურობდა ჯერ დმანისის სიონის, ხოლო შემდეგ  გელათის მონასტრის წინამძღვრად.
1989 წლის მაისიდან 1990 წლის ივლისამდე იმყოფებოდა ქ. რეგენსბურგის (გერმანია) აღმოსავლეთ ეკლესიათა ინსტიტუტში.
1990 წლის 1 სექტემბრიდან 1991 წლის 30 ოქტომბრამდე მსახურობდა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.
1990 წლის სექტემბრიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში კითხულობდა ლექციებს ძველ აღთქმაში.
1991 წლის 21 ოქტომბერს, ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 30 ოქტომბრიდან დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად.
1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით დადგენილ, ხოლო 25 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ნიკორწმინდელ ეპოსკოპოსად.
1993 წლის 19 ივლ. 2003 წლის 1 თებერვლამდე იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი.


1995 წლის 20 ივნისიდან 2002 წლის 17 ოქტომბრამდე იყო საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა  განყოფილების თავმჯდომარე. 1996-1998 წლებში იყო საგარეჯოსა და გურჯაანის, ხოლო 1998-2002 წლებში ჭიათურის ეპარქიის მმართველი.
1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილია მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს – მიტროპოლიტის ხარისხში.
2002 წლის 17 ოქტ. წმიდა სინოდის განჩინებით დაინიშნა ახლადშექმნილი დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველად.
2008 წლის 16 ნოემბერს დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.