საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

მთავარი

გადადგა უნეტარესი იონა მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა, მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა

284296_169734233100202_7503501_n 

    როგორც საიფორმაციო სააგეტო " oca.org " იტყობინება, უნეტარესი მიტროპოლიტი იონა გადადგა. მან  7 ივლისს მიმართა სინოდს გადადგომის თხოვნასთა დაკავშირებით, შედგა სატელეფოო კონფერეცია , რომესაც ყველა ეპისკოპოსი ესწრებოდა, გარდა მისი მაღალყოვადუსამღვდეოესობისა, მეხიკოსა და სრულიად მექსიკის მთავარეპისკოპოსისა ალეხოსი.

   მიტროპოლიტმა იონამ შემდეგი სიტყვით მიმართა სინოდის წევრებს :

     ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს

   ძმებო ,

   თქვენი ერთსულოვანი თხოვის საფუძველზე, რომელიც მე გადმომცა კანცლერმა ჯო ჯილიომ, გადავწყვიტე დამეტოვებია ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის თანამდებობა და უმორჩილესად გთხოვთ შევითავსო სხვა საეპისკოპოსო მსახურება.
   დიდი ხანია მივედი იმ დასკვნამდე რომ მე არ ვარ ღირსი მეკავოს ეს თანამდებობა , რადგან არ გამაჩნია შესაბამისი ნიჭი, არც არასდროს მიოცნებია ამ თანამდებობაზე.
   იმედი მაქვს ჩემს ფინანსურ მდგომარეობასაც გაითვაისწინებთ, როგორც გარდამავალ ისე მომდევნო ადგილის შერჩევისას. საკუთრი საჭიროებების გარდა წარმოვადგენ ჩემი მშობლებისა და დების დახმარების მთავარ წყაროს.
  დიდი მადლობა და შენდობას გთხოვთ ყველას თუ ოდესმე გაწყენინეთ და ყველა იმ სირთულის,  გამო რომლებიც წარმოიშვა ჩემი ნაკლოვანებებით და შეცდომებით გადაწყვეტილებების მიღებისას.
   ილოცეთ ჩემთვის, ვრჩები თქვენი ერთგული, 
   მიტროპოლიტი იონა   მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა

 

  (წყარო)